პრომიქს ჰოლდინგი | Promix Holding
Building Made Easy | შენების მარტივი გზა
Building Made Easy | შენების მარტივი გზა
მისია: ჩვენი მისიაა ვიყოთ წამყვანი, სანდო და მდგრადი პარტნიორები მშენებლობაში. მაღალი ხარისხის ბეტონი და ინერტული მასალები, ინოვაციური და ეფექტური ლოგისტიკური გადაწყვეტილებები ჩვენი ხელწერაა. ჩვენს რესურსებს დავაკავშირებთ სამშენებლო პროექტებთან შეუფერხებლად. ჩვენ ვქმნით მყარ ფუნდამენტს მომვალი სახლებისთვის და საქართველოს ინფრასტრუქტურისთვის.
ხედვა: მომდევნო 3 წლის განმავლობაში გავაორმაგოთ ყოველწლიურად მომსახურებული სამშენებლო ობიექტების რაოდენობა, ხარისხისა და მიწოდების სისწრაფის სტანდარტის შენარჩუნებით
ღირებულებები:
უნაკლო ხარისხი: ჩვენ არ ვუშვებთ კომპრომისს. ცემენტის, ბეტონისა და ინერტული მასალების ყოველი პარტია გადის მკაცრ კონტროლს თანმიმდევრული სტანდარტების დასაცავად.
ინტეგრირებული გადაწყვეტილებები: ჩვენ ვამარტივებთ მშენებლობას. წარმოების, მიწოდებისა და ლოგისტიკის ერთიანი ციკლით, დამკვეთს ვათავისუფლებთ ზედმეტი ბიუროკრატიისგან.
ურყევი ნდობა: ჩვენი სახელი სანდოობის გარანტიაა. რეგიონში პოზიციონირებას ვაძლიერებთ გამჭვირვალე პარტნიორობითა და დათქმული ვადების დაცვით.
მუდმივი პროგრესი: ჩვენ არ ვჩერდებით. ციფრული პლატფორმებისა და ავტომატიზაციის დანერგვით, სამშენებლო პროცესებს უფრო სწრაფს, ეფექტურს და თანამედროვეს ვხდით.
ისტორია
შპს ფორტექსი (ს/კ 404778406) ჰოლდინგის სახით ჩამოყალიბდა 2025 წელს. დღეისათვის კომპანია ფუნქციონირებს პრომიქს ჰოლდინგის სახელით.
ჰოლდინგი აერთიანებს შემდეგ კომპანიებს:
შპს გამა (404591134): პრომიქს ბეტონი - Promix Concrete
შპს გრავიტექ ცემენტი (404778184): პრომიქს ცემენტი - Promix Cement
შპს სთოუნიქს გრუპი (404778175): პრომიქს ინეტრული მასალები - Promix Aggregates
შპს მიდი მოდი გრუპი (404723965): პრომიქს გადაზიდვა - Promix Freight
შპს ბილდ ტესტი (406537467): ბილდ ტესი - Build Test
პრომიქს ბეტონის საქმიანობა დაიწყო 2018 წელს ქალაქ ბათუმში. კომპანიას 3 ბეტონის ქარხანა აქვს: 2 თბილისში და 1 ბათუმში. ბათუმში ასევე არის ბალასტის სამსხვრევი.
პრომიქს ცემენტი ჩამოყალიბდა 2025 წელს. კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს ცემენტის წარმოება.
პრომიქს ინერტული მასალები ჩამოყალიბდა 2025 წელს. ახდენს ინეტრული მასალების: ქვიშა, ღორღი და ბალასტის წარმოებას.
პრომიქს გადაზიდვა ჩამოყალიბდა 2024 წელს. ორგანიზაციის საქმიანობას წარმოადგენს მისაბმელით, თვითმცლელებით, ცემენტმზიდის, ბეტონმზიდის და დამტვირთველი ტექნიკით მომსახურება და გაქირავება.
ბილდტესტი ჩამოყალიბდა 2025 წელს. ლაბორატორიის საქმიანობა დამოუკიდებელია და მისი მომსახურებები მოიცავს ბეტონის და ინერტული მასალების ტესტირებას.
საქმიანობის განმავლობაში პრომიქსმა ჩამოაყალიბა მრავალი სანდო პარტნიორობა და მოიპოვა კმაყოფილი კლიენტების ფართო ბაზა. ჰოლდინგის წევრობა კომპანიას აძლიერებს ძირითადი ნედლეულის სტაბილური და ეფექტური მიწოდებით.
555144787 | Tengiz.Jokhadze@promix.ge
თენგიზ ჯოხაძე | ჰოლდინგის აღმასრულებელი დირექტორი
2025 - დღემდე შპს ფორტეს ჯგუფის (პრომიქს ჰოლდინგი) აღმასრულებელი დირექტორი
2023 - 2025 სამშენებლო კომპანია შპს ბილდველის აღმასრულებელი დირექტორი
2019 - 2023 სს რკინიგზის პროექტების სამსახურის უფროსი
2015 - 2019 თბილისის მერიის დაგეგმვის და ანალიზის განყოფილების უფროსი
2007 - 2015 საეა-ს მრავალ პოზიციაზე, მათ შორის გამგეობის თავჯდომარედ
ბიზნეს მოდელების და პროექტების მართვის ტრენერი, ურბანული ეკონომიკის ექსპერტი
განათლება: თსუ ბიზნესის ადმინისტრირება, ილია უნი რეგიონული კვლევები, თავისუფალი უნივერსიტეტი ბიზნესის ადმინისტრირება MBA, სტუ საჯარო მმართველობის დოქტორანტი