პრომიქს ბეტონი | Promix Concrete
Building Made Easy | შენების მარტივი გზა
Building Made Easy | შენების მარტივი გზა
Promix Concrete წარმოადგენს პრომიქს ჰოლდინგის წამყვან საწარმოო მიმართულებას და სპეციალიზდება მზა ბეტონის წარმოებასა და მიწოდებაში სამშენებლო და ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის.
ჩვენი ბეტონის ქარხნები აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით და ფუნქციონირებს ხარისხის კონტროლის მკაცრი სისტემის პირობებში, რაც უზრუნველყოფს პროდუქტის სტაბილურობას, სიმტკიცეს და შესაბამისობას ტექნიკურ სტანდარტებთან.
Promix Concrete-ს აქვს სამი ბეტონის ქარხანა:
ორი ქარხანა თბილისში (ქალაქის დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში)
ერთი ქარხანა ბათუმში (ქალაქის დასავლეთ ნაწილში, საწარმოო ზონაში)
ეს გეოგრაფიული განთავსება უზრუნველყოფს სწრაფ მიწოდებას და ლოჯისტიკურ ეფექტიანობას.
სხვადასხვა მარკისა და დანიშნულების მზა ბეტონი
სტაბილური ხარისხი და ერთგვაროვანი შემადგენლობა
ლაბორატორიული კონტროლი წარმოების ყველა ეტაპზე
ოპერატიული მიწოდება სამშენებლო ობიექტებზე
დიდი მოცულობისა და გრძელვადიანი პროექტების მომსახურება
ბეტონის წარმოების პროცესში გამოიყენება სერტიფიცირებული ნედლეული და თანამედროვე დოზირების სისტემები. პროდუქცია რეგულარულად გადის ლაბორატორიულ შემოწმებას სიმტკიცეზე, მარცვლოვან შემადგენლობაზე და სამუშაო თვისებებზე.
პრომიქს ჰოლდინგის წევრობა გვაძლევს სრულ კონტროლს ნედლეულზე — ცემენტიდან ინერტულ მასალებამდე. ეს უზრუნველყოფს ხარისხის სტაბილურობას, კონკურენტულ ფასებს და დროულ მიწოდებას.
B – ბეტონის სიმტკიცე (მეგა პასკალი): ბეტონის სიმტკიცის კლასი (B) აჩვენებს მის მინიმალურ გამძლეობას ზეწოლაზე მეგაპასკალებში (MPa)
S – მობილობა (კონუსის ჩაფლეთა, სმ): ნიშნავს მობილობის (დინებადობის) კლასს, რომელიც განისაზღვრება კონუსის ჩაფლეთის ტესტით (Slump Test) კონუსის მაჩვენებელით.
D – მაქს. ქვის ზომა (მმ): მაჩვენებელი მიუთითებს, შემავასებელის, ქვა–ღორღი (ხრეში, კენჭი) მაქსიმალური რა ზომის გამოიყენება ბეტონის ნარევში მმ-შ.
W – წყალგაუმტარობა (მპა): ეს მაჩვენებელი აჩვენებს, რამდენად უძლებს გამყარებული ბეტონი წყლის წნევას ისე, რომ წყალი მასში არ გაიჟონოს. იზომება მეგაპასკალებში (MPa).
F – გინვაგამძლეობა (ციკლები). ეს მაჩვენებელი გვიჩვენებს, თუ რამდენ გაყინვა-გალღობის ციკლს უძლებს ბეტონი ისე, რომ არ დაკარგოს თავისი ფიზიკურ-მექანიკური თვისებები (სიმტკიცე, წონა).
SR – სულფატმედეგობა. SR მაჩვენებელი მიუთითებს, რომ ბეტონში გამოყენებულია სულფატგამძლე ცემენტი (Sulphate Resistant Cement) ან შესაბამისი დანამატები.
Form – სპეც ფორმულა. 1. PLC (Portland Limestone Cement): პორტლანდ-კირქვის ცემენტი არის ცემენტის სახეობა, სადაც ჩვეულებრივ პორტლანდცემენტს (CEM I) დამატებული აქვს დაფქული კირქვა (ლიმსტოუნი). 2. Pile Crete - სპეციალური სიღმისეული სვეტები. ბეტონი: მაღალი ხარისხის, თვითგასწორებადი და ძალიან მოძრავი ბეტონი.
A – დანამატი. 1. Frost გაყინვა-გალღობის გამძლეობის კლასი: რამდენ ციკლს უძლებს ბეტონი ისე, რომ არ დაკარგოს სიმტკიცე და სტრუქტურა. 2. Easy Crete - თვითგასწორებადი ბეტონი. არ საჭიროებს ბევრ ვიბრაციას და მარტივად ავსებს ფორმას.
ბათუმი
ბათუმი
ბათუმი
თბილისი
თბილისი
თბილისი