პრომიქს გადაზირვა | Promix Freight
Building Made Easy | შენების მარტივი გზა
Building Made Easy | შენების მარტივი გზა
Promix Freight წარმოადგენს პრომიქს ჰოლდინგის ლოჯისტიკურ კომპანიას, რომელიც უზრუნველყოფს სამშენებლო მასალების უსაფრთხო, სწრაფ და ეფექტურ ტრანსპორტირებას საქართველოს მასშტაბით.
ჩვენი ავტოპარკი სრულად აღჭურვილია სხვადასხვა დანიშნულების სატრანსპორტო საშუალებებით, რაც გვაძლევს შესაძლებლობას მოვემსახუროთ როგორც ჰოლდინგის შიდა კომპანიებს, ასევე გარე პარტნიორებს.
მისაბმელიანი სატვირთო ავტომობილები
თვითმცლელები (dump trucks)
ცემენტმზიდები
ბეტონმზიდები
ავტოპარკი მუდმივად გადის ტექნიკურ შემოწმებას და შეესაბამება უსაფრთხოების მოქმედ სტანდარტებს.
ცემენტის, ინერტული მასალებისა და ბეტონის ტრანსპორტირება
სამშენებლო ობიექტებზე დროული და ორგანიზებული მიწოდება
დიდი მოცულობისა და უწყვეტი მიწოდების დაგეგმვა
ლოჯისტიკური პროცესების ოპტიმიზაცია პროექტის მოთხოვნების მიხედვით
Promix Freight-ში ლოჯისტიკური პროცესები იმართება პროფესიონალი გუნდის მიერ. მარშრუტების დაგეგმვა, მიწოდების დროის კონტროლი და ოპერატიული რეაგირება უზრუნველყოფს სტაბილურ შედეგს და მინიმალურ დაგვიანებას.
ჰოლდინგის ფარგლებში მუშაობა გვაძლევს უნიკალურ უპირატესობას — წარმოება და ლოჯისტიკა ერთ სისტემაშია გაერთიანებული. ეს ამცირებს ხარჯებს, ზრდის სისწრაფეს და უზრუნველყოფს მომსახურების მაღალ ხარისხს.
თვითმცლელები
ცემენტმზიდები
ბეტონის მიქსერები